რამდენიმე დღის წინ შაკირამ ახალი სიმღერა გაავრცელა, რომლითაც ყოფილ პარტნიორს, ჟერარ პიკესა და მის ახალ შეყვარებულს, კლარა ჩია მორტის აკრიტიკებს. სიმღერამ „იუთუბზე“ უკვე რეკორდები მოხსნა.
„მე შენთვის ზედმეტად კარგი ვარ, ახლა ვისთანაც ხარ, ზუსტად შენი დონისაა. როლექსი კასიოზე გაცვალა, ფერარი კი ტვინგოზე… ცოტა დრო ტვინის ვარჯიშსაც დაუთმე, მეზობლად დედამთილი დამიტოვე, კართან კი პრესა და დავალიანება“, – მღერის შაკირა.
საჯარო დაცინვას ფეხბურთელმა სულ ცოტა ხნის წინ უპასუხა. მან განაცხადა, რომ მისმა ლიგამ „კასიოს“ ბრენდთან კონტრაქტი გააფორმა. ფოტოში ის თითით მაჯის საათზე მიუთითებს.
„ჩვენ მივაღწიეთ თანამშრომლობას კასიოსთან, სამეფო ლიგამ ბრენდთან კონტრაქტი გააფორმა“, – აცხადებს პიკე.
ცხადია, შაკირა, რომელიც გაცეცხლებულია ჟერარის ღალატით, ამაზე არ გაჩერდება, ასე რომ წინ „პასუხის პასუხი“ გელოდება.
"Casio":
Por el anuncio de Gerard Piqué en la #KingsLeague pic.twitter.com/MIIQpR5BPB— ¿Por qué es tendencia? (@porquetendencia) January 13, 2023