გუშინ, შაკირას ახალი სიმღერის ნაწყვეტის ტექსტი გავრცელდა, სადაც ის ჟერარ პიკესა და მის ახალ შეყვარებულს, კლარა ჩია მორტის მიმართავს.
„მე შენთვის ზედმეტად კარგი ვარ, ახლა ვისთანაც ხარ, ზუსტად შენი დონისაა“, – მღერის შაკირა.
რამდენიმე საათის წინ კი მორიგი ნაწყვეტი გავრცელდა, რომელშიც შაკირა კვლავ ჟერარ პიკიეს მიმართავს და ამბობს, რომ მან „როლექსის“ საათი „კასიოს“ საათზე გაცვალა.
„როლექსი კასიოზე გაცვალა, ფერარი კი ტვინგოზე“, – მღერის შაკირა.
ცნობისთვის ტექსტის გავრცელების შემდეგ შაკირა ქალთმოძულეობაში დაადანაშაულეს. მას აღნიშნული ტექსტისთვის მწვავედ აკრიტიკებენ.
„შაკირა, ჯობია შეეგუეო ჟერარის ღალატის ფაქტს“,„ძალიან უხერხულია“,„ეს თავის დამცირებაა“, – წერენ კომენტარებში.
აი როგორ გამოიჭირა შაკირამ ჟერარ პიკე ღალატში – ინტერნეტსივრცეში უახლესი კადრები ვრცელდება