შაკირა-პიკეს საჯარო გარჩევები გრძელდება და ის უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. „შაკირამ ყოფილ დედამთილს აივანზე ჯადოქარი გამოუფინა“ – აღნიშნული სათაურებით დასავლური მედია აჭრელებულია.
საქმე ისაა, რომ შაკირამ, თავისი ესპანური სახლის აივანზე, რომელიც ყოფილი დედამთილის აივანს ესაზღვრება, ჯადოქრის შემზარავი თოჯინა გამოფინა. ამას წინ უძღოდა შაკირას ახალი სიმღერა, სადაც ის ყოფილ ქმარსა და მის „საყვარელს“, კლარა ჩია მორტის ეძღვნება,
„ცოტა დრო ტვინის ვარჯიშსაც დაუთმე, მეზობლად დედამთილი დამიტოვე, კართან კი პრესა და დავალიანება“,– მღერის შაკირა სიმღერაში, რომელმაც „იუთუბზე“ რეკორდი დაამყარა.
ჟერარ პიკე შაკირას საჯაროდ მასხრად იგდებს – მედია „პასუხის პასუხის“ მოლოდინში