დემი მური წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იდეალურად რომ გამოიყურება, საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ამასთან ერთად 61 წლის მსახიობი საოცრად დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა და „ინსტაგრამ“ გამომწერებს ხშირად ანებივრებს მრავალფეროვანი „ლუქებით“.
ამჯერად დემიმ მსოფლიოს კიდევ ერთხელ მონუსხა თავისი გამოჩენით. ვარსკვლავი ახალი ფილმს, The Substance-ის პრემიერაზე იმყოფებოდა. წითელ ხალიჩაზე მან „ოსკარ დე ლა რენტას“ წითელ და შავ ფერებში გადაწყვეტილი კაბით გაიბრწყინა.
„61 წლის დემი მური ასაკს სამუდამოდ ამარცხებს“, „ამ კაბაში ისე გამოიყურება, როგორც არასდროს“, – არ წყდება კომენტარები.
„უბერებელი ქალღმერთი“ – 61 წლის დემი მურის სამი გაელვება
ვიდეო: 61 წლის დემი მურის მორიგი გემოვნებიანი განაცხადი და Michael Kors-ის საოცარი „ლუქი“
„ყველაზე ახალგაზრდული ბებია მსოფლიოში“ – 61 წლის დემი მური ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს