მომღერალი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და წერს, რომ მამას იუბილე ოჯახურ გარემოში აღნიშნეს.
„ამ ბედნიერი მომენტებისთვის ვცხოვრობთ ❤️❤️❤️❤️❤️❤️ მამას დღე ❤️“, – წერს თიკა ფაცაცია.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა. თიკამ მამის იუბილესთან დაკავშირებით, უამრავი მილოცვა მიიღო.