ბრიტანელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა საკუთარი ხომალდის, VSS Unity-ის ბორტზე სუბორბიტალური ფრენა განახორციელა. მასთან ერთად ორი პილოტი და სამი მგზავრი იმყოფებოდა. ხომალდი 85 კილომეტრზე აფრინდა და გავიდა უწონობაში რამდენიმე წუთი გაატარა. სრული ფრენა 1 საათს გაგრძელდა.
„ამ მომენტზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, ეს ჯადოსნური იყო“, – განაცხადა ბრენსონმა.
ცნობისთვის, Virgin Galactic-ი ხომალდზე 17 წლის განმავლობაში მუშაობდა.
I was once a child with a dream looking up to the stars. Now I'm an adult in a spaceship looking down to our beautiful Earth. To the next generation of dreamers: if we can do this, just imagine what you can do https://t.co/Wyzj0nOBgX #Unity22 @virgingalactic pic.twitter.com/03EJmKiH8V
— Richard Branson (@richardbranson) July 11, 2021