ტელეჟურნალისტი ნათია ბანძელაძე არაჩვეულებრივად გამოიყურება. მისი ქალიშვილები, ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები გვიზიარებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც ნათიას შესანიშნავ სტილს კიდევ ერთხელ გვაჩვენებენ.
ნანუკა გოგიჩაიშვილი დის მიერ გადაღებულ ფოტოს აზიარებს და წერს:
„არ არის გასაოცარი? ორი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია…“
ნინი ასევე გვიზიარებს დედის სხვა ფოტოებსა თუ ვიდეოებს, სადაც ნათია „სელინის“ სამოსშია გამოწყობილი.