LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ბენ აფლეკი პაპარაცებს აუშარდა

769
page

როგორც ჩანს, ბენ აფლეკი მეუღლესთან გაყრის პროცესიდან ყურადღების გადასატანად, კინემატოგრაფიულ საქმიანობაში გადაეშვა. ის ბოლო კვირების განმავლობაში ხშირად იმყოფება თავის ოფისში, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს.

გუშინ, ბრწყინვალე ხასიათზე მყოფი 51 წლის ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც პაპარაცებს ნამდვილად არ სწყალობს, მათ უღიმოდა. თუმცა, როგორც ჩანს, მას განწყობა მალევე შეეცვალა. ბენი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა ავტოსადგომზე, მანქანისკენ მიემართებოდა. ამჯერად მან ფოტოგრაფებს ხელი უკმაყოფილების ნიშნად აუწია და მკაფიო პროტესტიც გამოთქვა.

ცნობისთვის, სანდო წყაროს ინფორმაციით, წყვილის განქორწინების დოკუმენტაცია უკვე მზადაა.

„მხოლოდ მარწუხებისგან განთავისუფლებული მამაკაცი ასე იღიმის“ – ბენ აფლეკი პაპარაცებს ბედნიერი სახით უმზერს

„ჯეი ლოს მეგობრებს ბენის ატანა არ აქვთ, თავად ჯენიფერი კი გაცოფებულია მასზე, რადგან ბენმა ის ასე საჯაროდ უკვე მეორედ დაამცირა“ – უახლესი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები