LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: ბერძნული ტრადიციებით გაფორმებული ქორწილი – თინა შალიკაშვილისა და გიო სიგუას ახალი კადრები სანტორინზე გამართული ზღაპრული ქორწილიდან

648
თინა შალიკაშვილი

დღესასწაულის ემოციები გრძელდება – რამდენიმე კვირის წინ ვიზაჟისტმა და ინფლუენსერმა თინა შალიკაშვილმა და მისმა რჩეულმა, გიო სიგუამ, საქართველოში ჯვარი დაიწერეს, მოგვიანებით კი საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ სანტორინზე ქორწილი გრანდიოზულად აღნიშნეს.

„გილოცავთ! იბედნიერეთ!“ – ვიზაჟისტი თინა შალიკაშვილი დაქორწინდა

წყვილი განსაკუთრებული დღის ამსახველ კადრებს „ინსტაგრამზე“ გამომწერებს უზიარებს. ცერემონია ბერძნული ტრადიციების ელემენტებით იყო გაფორმებული, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რიტუალითაც: ნეფე-პატარძალმა თეფშები დაამტვრიეს, რაც ბერძნული სადღესასწაულო ტრადიციის ნაწილია.

სადღესასწაულო განწყობაზე კი მომღერალმა დათო გომართელმა იზრუნა. მისმა შესრულებულმა სიმღერებმა და ენერგიულმა პროგრამამ სტუმრებს დაუვიწყარი საღამო და უამრავი სასიამოვნო ემოცია აჩუქა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები