პარიზში „არმანის“ ჩვენება გაიმართა. წითელ ხალიჩაზე დემი მური გამოჩნდა და თავისი უზადო „ლუქით“ კვლავინდებურად ყველას დაჩრდილვა მოახერხა.
ამ დღეს 62 წლის მსახიობს ხავერდის, თავისუფალი სტილის შავი შარვალი და ამავე ფერის მბზინავი, მყარი ქსოვილისგან შექმნილი პიჯაკი ამშვენებდა, რომელსაც დახვეწილი გემოვნების ვარსკვლავმა შავი მძივები შეუხამა.
ცნობისთვის, დემიმ ფილმისთვის „სუბსტანცია“ „ოქროს გლობუსის“ ჯილდო მიიღო, გასულ კვირას კი ის „ოსკარის“ ნომინაციაზე წარადგინეს. შეგახსენებთ, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია 3 მარტს, თბილისის დროით 4:00 საათზე გაიმართება.
62 წლის დემი მური „ოსკარზე“ პირველად წარადგინეს



