LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ცნობილების შვილები სკოლაში: „წავიდა სკოლაში, კლასის დამრიგებლისთვის ყვავილებით ხელში..“

2625
ცნობილების შვილები სკოლაში

დღეს საქართველოში სწავლა დაიწყო.

რასაკვირველია, სოციალური ქსელი სასიამოვნო და პოზიტიური ფოტოებით არის სავსე, როგორ მიჰყავთ მშობლებს შვილები სკოლაში.

ცნობილი სახეებიდან ბევრის შვილი წელს პირველ კლასში შევიდა.

ია სუხიტაშვილი აქვეყნებს ფოტოსა და ვიდეოს, სადაც მისი ვაჟი ჩანს და წერს:

„ხელიც კი არ მომკიდა, ისე შევიდა, ბედნიერი იყოს და ჭკვიანი, მცოდნე თავისი საქმის, რასაც აირჩევს. მჯერა იკასი ❤️❤️❤️ სძინავს ცოტა. ხანდახან ვივლიო, მითხრა…“

„წავიდა სკოლაში, კლასის დამრიგებლისთვის ყვავილებით ხელში…“, წერს ნიკა მელია და ვაჟის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მამას საოცრად ჰგავს.

„პირველი დღე სკოლაში“, ასე აღნიშნავს ირინა ონაშვილი ვაჟის პირველკლასელობას.

„წავიდნენ ბიჭები სკოლაში, წარმატებები ნიკო, ალექსანდრე, მა ❤️❤️❤️

ნიკო – 1-ლი კლასი

ალექსანდრე – მე-7 კლასი“.

„არ მჯერააა!!! რომ ჩემი მოცუცქნული მარწყვი, რომელიც გუშინ დაიბადა თითქოს – უკვე პირველ კლასშია!!

აი, ასეთი ხალხმრავლობით გავაცილეთ ოჯახიდან))) და ერთი წელია, უკვე სკოლას გაიძახის, ისე უნდოდა… ძალიან კარგ სკოლაში ვართ მგონი, გაწკრიალებული გარემო, ლამაზი ეზო, მასწავლებლები და დირექტორიც – ვინც კი გავიცანი, ყველა ყურადღებიანი, მეგობრული და პროგრესული ჩანს, მოკლედ ძალიან ემოციური დღეა.

და მაინც, არ მჯერააა!.. გილოცავთ ყველას სკოლის დაწყებას…“

„გილოცავ, მა ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ვულოცავ ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით პირველკლასელებს. წარმატებებს გისურვებთ, ბავშვებო…“, წერს მომღერალი აჩიკო ბერიძე.

სკოლას დაუბრუნდა ტანმოვარჯიშე ქეთევან ხატიაშვილის ქალიშვილიც:

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!! წარმატებები, ბავშვებო, ყველა ახალ წამოწყებაში და დატკბით ყოველი სასწავლო დღით!! ვიდეოს ჰქვია – არ გადამიღო… და თქვენთანაც ასეა?!“

პირვეკლასელი გახდა თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის გოგონაც.