ცნობილი ბიზნესმენის თოშა ქებურიას მეუღლე, უმშვენიერესი ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელ ინსტაგრამში საახალწლო განწყობას გვიზიარებს და საოცარ თეთრ კაბაში chronographgeorgia-სთვის პოზირებს.
ულამაზესმა კადრებმა საზოგადოების მხრიდან თბილი კომენტარები დაიმსახურა: “განსხვავებული სილამაზე”…”მშვენიერება”…”სილამაზე და სინაზე”…”ულამაზესი გოგო”.
აღსანიშნავია, რომ თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია.
2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. წყვილს სამი შვილი ჰყავს.
მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს.
ამავე თემაზე:
საახალწლო განწყობა ქებურიების ოჯახში – ქეთი ჟღენტი ნაძვის ხის ვიდეოს გვიზიარებს
ფოტო: თორნიკე ქებურიას მეუღლე, ქეთი ჟღენტი დავით კომახიძის კაბაში პოზირებს
ფოტო: თორნიკე ქებურია და ქეთი ჟღენტი პარიზის დისნეილენდში