მილიონერ თორნიკე ქებურიას მეუღლემ, ქეთი ჟღენტმა ქართული წარმომავლობის ცნობილი ბრიტანელი დიზაინერის დავიდ კომას (დავით კომახიძე) მიერ შექმნილი ულამაზესი კაბა მოირგო.
ქართველი მოდელის ჩაცმულობამ გამომწერების ტრადიციულად დადებითი კომენტარები დაიმსახურა.
ქართველი მოდელი ქეთი ჟღენტი და მილიონერი თორნიკე (თოშა) ქებურია სულ რამდენიმე წლის წინ შეუღლდნენ. მოდელსა და თოშას ულამაზესი ნიშნობა, გრანდიოზული ქორწილი და თაფლობისთვე ჰქონდათ.
ბედნიერ წყვილს სამი შვილი ჰყავს. მათ შორის ყველაზე პატარა რამდენიმე თვისაა.