51 წლის პოპ-მომღერალმა, გვენ სტეფანიმ Global Citizen Prize 2020-ზე სიმღერა Let Me Reintroduce Myself შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავმა ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციდან შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ორეული მოირგო. მოკლე ქვედაბოლოსა და პიჯაკს გვენმა ბოთფორდები შეუხამა.
მოგვიანებით დიზაინერმა კულისებს მიღმა გადაღებული ვიდეო თავის „ფეისბუკ“-გვერდზე გაავრელა.