ლოს-ანჯელესში, „გრემის“ 68-ე დაჯილდოება გაიმართა. წითელ ხალიჩაზე უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა. მათ შორის ჯასტინ ბიბერიც, რომელსაც თან მეუღლე, ჰეილი ბიბერი ახლდა.
კენდრიკ ლამარის ტრიუმფი და ,,გრემის” 68-ე დაჯილდოების მნიშვნელოვანი მომენტები
წყვილი ობიექტივში შავი სამოსით პოზირებდა. მათ აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკა და ICE რეიდები გააპროტესტეს. ჯასტინს და ჰეილის მკერდზე საპროტესტო გულსაბნევები ეკეთათ. გარდა ამისა, უცნაური იყო ცოლ-ქმრის ქცევაც. არტისტი აშკარად ძალიან უხასიათოდ გამოიყურებოდა
„წყვილის ჩუმი კომუნიკაცია წითელ ხალიჩაზე შეზღუდული და უცნაური იყო. ჯასტინი აშკარად ძალით იცინოდა, ბოლოს კი უხასიათობა ვერ დამალა. ჰეილი უხერხულად გრძნობდა მეუღლის ქცევის გამო თავს“, – განუცხადა „სხეულის ენის“ ექსპერტმა ტაბლოიდებს.
ვიდეო: „მე და ჩემი ცოლის დაქალები“- ჯასტინ ბიბერის „სითბოს ფრქვევა“ კონცერტზე