LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: Huawei-მ სამჯერ კეცვადი სმარტფონი გამოუშვა

104
page

Huawei-მ მსოფლიოში პირველი, სამჯერ კეცვადი სმარტფონი, Mate XT Ultimate Design გამოუშვა. მას Z-ფორმის დასაკეცი მექანიზმი აქვს, რითაც ეკრანის სამ ზომას შორის გადასვლას გვთავაზობს. მისი სისქე სრულად გაშლისას 3.6 მილიმეტრს შეადგენს.

მას Huawei-ს Kirin 9010 5G პროცესორი, 16 GB ოპერატიული მეხსიერება და 256 GB-დან 1 ტერაბაიტამდე მეხსიერება აქვს ინტეგრირებული. რაც შეეხება კამერას, მას სამმაგ ლინზიანი, 50-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, რომლის ობიექტივიც 5.5x ოპტიკური ზუმითა და 12-მეგაპიქსელიანი ულტრა განიერი ობიექტივით არის აღჭურვილი. 

ამ დროისთვის ახალი სმარტფონის ღირებულება 3 666 დოლარს შეადგენს.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები