31 აგვისტოს უმშვენიერესი ირინკა კავსაძე დაქორწინდა.
ირინკას რჩეული ასევე მსახიობი გიორგი ტაბიძეა.
წყვილმა ჯვარი ქაშუეთის ტაძარში დაიწერა. ირინკა ტაძრამდე მამამ მიაცილა.
ირინკას და გიორგის ქორწილმა გრანდიოზულად ჩაიარა. წვეულებას შოუბიზნესის უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა.
კადრები ქორწილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება.