LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ჯეი ლო მაიამიდან ნიუ-იორკში ბრუნდება – არტისტი სინგლის თიზერს ავრცელებს

120
37317454-0-image-a-47-1609115587056

ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია ABC-მ განაცხადა, რომ 2021 წლის გრანდიოზული საახალწლო შოუს Rockin ‘Eve 2021  ჯენიფერ ლოპესი გაუძღვება. ახლახანს კი 51 წლის ჯეი ლო საქმროსთან, ალექს როდრიგესთან ერთად პირადი ვერტმფრენით მაიამიდან მშობლიურ ნიუ-იორკში გადაფრინდა. სწორედ იქ გეგმავს ვარსკვალავი ახალი წლის დღეების გატარებას.

არტისტი პაპარაცებმა აეროპორტში დააფიქსირეს, მას კრემისფერი პალტო ეცვა, კისერზე კი ბეწვი ჰქონდა მოხვეული.

რამდენიმე საათის წინ ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ თავისი ახალი სინგლის, Morning თიზერი გაავრცელა, თუკი ვიდეოთი ვისმჯელებთ, წინ საოცარი სანახაობა გველოდება.

„გისურვებთ, რომ 2021 წელს თქვენი ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ბედნიერები იყოთ“, – წერს ლოპესი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები