ჯენიფერ ლოპესმა გუშინ გრანდიოზული წვეულება მოაწყო დედის, გვადელუპე როდრიგესის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად. მომღერალმა საღამოს ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გააზიარა, სადაც კადრებში მის 17 წლის ტყუპებს, ემმასა და მაქსს ვხედავთ.
საიუბილეო ღონისძიება ლას-ვეგასის ერთ-ერთ ღამის კლუბში გაიმართა, რომელიც, როგორც 56 წლის არტისტმა აღნიშნა, მისი დედის „დედამიწაზე ყველაზე საყვარელი ადგილია“. სწორედ ამ სიტყვებით მიულოცა ჯენიფერ ლოპესმა გვადელუპე როდრიგესს იუბილე.
საღამოს განსაკუთრებული ნაწილი მაქსისა და ემმას გამოსვლა იყო. მათ ბებიას სცენიდან მიულოცეს დაბადების დღე და ბევრი იცეკვეს და იმღერეს კიდეც.
ჯეი ლოს ქალიშვილი შეყვარებულია – 17 წლის ემმამ მეგობარი ბიჭი გამოაჩინა
„მამის ასლია!“ – ჯეი ლო 17 წლის ქალიშვილთან უსაყვარლესი ცეკვის ვიდეოს გვიზიარებს