ჯენიფერ ჰადსონი სერიოზულ ურთიერთობაშია. ახლახან, ოფიციალურად დადასტურდა მისი და Common-ის რომანი, რომელზეც 2022-ის აგვისტოდან საუბრობდნენ.
42 წლის მომღერალი და 51 წლის რეპერი ერთმანეთს სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა.
აღსანიშნავია, რომ სულ მალე ეკრანებზე ახალი ფილმი – Breathe გამოჩნდება, რომელშიც ვარსკვლავური წყვილი ერთად მონაწილეობს.
ცნობისთვის, სტეფონ ბრისტოლის მომავალ პროექტში, რომელიც წარმოებაშია, ასევე: სემ უორტინგტონსა და მილა იოვოვიჩს ვიხილავთ.