LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გამოცემა „თაიმმა“ ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული შეადგინა

129
22222-2

ამერიკული გამოცემა „თაიმმი“ ტრადიციას არ ღალატობს. ჟურნალმა 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული შეადგინა. სიაში ისეთი მუსიკოსები მოხვდნენ, როგორებიც არიან: The Weeknd,  HalseyMegan Thee Stallion სელენა გომესი, ჯეი ბალვინი და ჯენიფერ ჰადსონი.

აღსანიშნავია, რომ ასეულში შესული თითოეული ვარსკვლავი  სხვა ცნობილმა ადამიანებმა დაახასიათეს.

„ის თანამედროვე პოპ-სამყაროში საოცრად იდუმალი ფიგურაა, იდუმალება კი დიდი იშვიათობაა, მას წარმოსახვის საოცარი უნარი აქვს“,- დაწერა ლეგენდარულმა ელტონ ჯონმა The Weeknd-ის შესახებ.

გამოცემამ წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები ტელეკომპანია ABC-ის ეთერში დაასახელა, შოუ მუსიკალურად The Weeknd და  Halsey- გააფორმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები