LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ჯორჯიან სიქსის“ წევრი დაქორწინდა – ზვიად ბოლქვაძისა და სამების საპატრიარქო გუნდის დაუვიწყარი შესრულებები და სიძის ემოციური მიძღვნა პატარძლისადმი

5861
სოლიკო

სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის და „ჯორჯიან სიქსის“ წევრი, მომღერალი სოლიკო გოგილაშვილი დაქორწინდა.

მისი რჩეული მზიკუნა თანდილაშვილია.

წყვილმა ერთმანეთი თელავში გაიცნო და სიყვარულის დაწყებიდან ერთი წლის თავზე დაქორწინება გადაწყვიტა.

ჯვრისწერა ალავერდში შედგა, ხოლო საქორწილო ვახშამი და ხელისმოწერა – თელავში.

რასაკვირველია, ქორწილს უამრავი მომღერალი, სოლიკოს მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ და ქორწილი ნამდვილ კონცერტად გადაიქცა.

სამების საპატრიარქო გუნდის წევრებმა წყვილს „ღმერთმა ინებოს“ შეუსრულეს.

ქორწილს ესწრებოდა ცნობილი კომპოზიტორი, ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც სოლიკოსა და მზიკუნას თავისი ცნობილი აჭარული ჰიტი მიუძღვნა.

ზვიადი, რა თქმა უნდა, ინსტრუმენტს მიუჯდა და მხოლოდ აჭარულის შესრულებით არ დაკმაყოფილდა…

მორიგი შთამბეჭდავი ვიდეო ბოლქვაძისა და სამების გუნდის წევრების შესრულებით…

ქორწილს თავად სოლიკო გოგილაშვილის სიმღერის გარეშე არ ჩაუვლია.

სიძემ პატარძალს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა და შესანიშნავი სიმღერა შეუსრულა…

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ფოტოები ქორწილიდან…