ცნობილი ქართელი კარდიოქირურგი, რომელმაც სახელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც გაითქვა არაერთი საინტერესო და უნიკალური ოპერაციით, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის თავის ახალგაზრდა რჩეულთან, მომხიბვლელ ქეთი ძიგუასთან ერთად, დუბაიში ისვენებს. წყვილმა არაერთი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც დასვენების დღეებს ასახავს. რასაკვირველია, ვიდეოში არ არის გამორჩენილი ღვინის ჩამოსხმის პროცესი. როგორც ჩანს, წყვილის ერთ-ერთი საერთო ინტერესი კარგი ღვინის დაგემოვნებაა.
ფოტო/ვიდეო: ცნობილი კარდიოქირურგის ლევან ქარაზანაშვილის და მისი მომხიბვლელი რჩეულის გლამურული ცხოვრება
ქეთი ძიგუა შესანიშნავ შავ კაბაში პოზირებს საკუთარ “ინსტაგრამზე” ეს ფოტოც დუბაიში, ვახშმის წინ არის გადაღებული.
მეორე ფოტო კი ამავე ულამაზეს კაბაში უკვე ვახშმობისას.
ლევან ქარაზანიშვილისა და ქეთი ძიგუას წყვილი დიდ ინტერესს იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ ისინი კოლეგები არიან.