LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: მას შემდეგ, რაც მეგან ფოქსის უკანასკნელმა გამოჩენამ ფანები შოკში ჩააგდო, ის პლასტიკურ ოპერაციებზე ალაპარაკა – რა აქვს გაკეთებული და კიდევ რის გაკეთებას გეგმავს 37 წლის მსახიობი

161
page

მეგან ფოქსი, იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც პერმანენტულად ცვალებადი ვიზუალის გამო ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტები. 37 წლის მეგანის უკანასკნელმა გამოჩენამ მისი ფანები შოკში ჩააგდო. მედია კი იმის შესახებ აალაპარაკა, რომ მან მორიგი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

აღნიშნულ თემაზე მსახიობმა ახლახან თავად ისაუბრა და ნათელი მოჰფინა ამ საკითხს. ის აცხადებს, რომ მკერდის გადიდებისთვის 30 000 დოლარი გადაიხადა, 20 წლის ასაკში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, იმას კი კატეგორიულად უარყოფს, რომ მას 30-ზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული.

„ისეთი დიდი მკერდი მაქვს, როგორსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ახლა კი უზარმაზარი საჯდომი მსურს“, – აცხადებს ფოქსი.

მეგან ფოქსმა კოლსონ ბეიკერს ღალატი აპატია და შეურიგდა – წყვილის უახლესი გამოჩენა და მეგანის ახალი იმიჯი

„არავითარი მესამე პირი ჩვენს ურთიერთობაში არ ყოფილა“ – მეგან ფოქსი პოსტს ავრცელებს

პოდკასტში მსახიობი ადასტურებს, რომ ინტენსიურად იკეთებს ბოტოქსს. პერმანენტულად ფილერის საშუალებით ცხვირის კორექციას მიმართავს, გადიდებული აქვს ტუჩები და მკერდი. არასდროს მიუმართავს ლიპოსაქციისთვის, მომავალში კი უკანალის რეკონსტრუქციისა და სახის ლიფტინგის გაკეთებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები