ჯენიფერ ლოპესი 55 წლის გახდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან წლის ყველაზე დასამახსოვრებელი წვეულება მოაწყო. მეჯლისზე მისი უამრავი მეგობარი იმყოფებოდა, თუმცა, გრანდიოზულ წვეულებას არ დასწრებია მისი მეუღლე, ბენ აფლეკი.
არტისტმა სულ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ საშუალებით, საღამოდან არაერთი შთამბეჭდავი კადრი გაგვიზიარა. ამ დღეს მას ვიქტორიანულ სტილში გადაწყვეტილი კაბა ამშვენებდა.
ვიდეო: მას შემდეგ, რაც ბენმა მეუღლის იუბილე გამოტოვა, ჯეი ლო ქორწინების ბეჭედს საგულდაგულოდ მალავს