„პირველად ერთად ამ ლამაზ ქალაქში“, ასე ასათაურებს მომღერალი მაკა ზამბახიძე მეუღლესთან ერთად გერმანიის ქალაქ ულმში გადაღებულ ფოტოებს.
მაკა ზამბახიძე ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს, ამბობს, რომ მისმა მეუღლემ, მიხეილ ჩოხელმა პირველად „იშოპინგა“.
„მის მაგივრად სულ მე „ვშოპინგობ“ ხოლმე“, – ამბობს მომღერალი.
გერმანიის ულამაზეს ქალაქში მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა ქართველი მაყურებლისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.
ფოტო: მაკა ზამბახიძე შავ ფართომხრებიან ზედასა და შარვალში შეუდარებელია


