33 წლის შემდეგ, ყველასათვის საყვარელი ფილმისთვის, „მარტო სახლში“, კევინის როლის შემსრულებელ მსახიობს, მაკოლეი კალკინს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს. ცერემონიალს კეტრინ ო ჰარა დაესწრო.
წითელ ხალიჩაზე კევინი საცოლესთან, ბრენდა სონთან და ორ ვაჟთან ერთად მივიდა. 43 წლის მსახიობი ვარსკვლავის გახსნას ძალიან ემოციურად შეხვდა და სიხარულის ცრემლებიც ვერ შეიკავა.
შეგახსენებთ, ფილმში „მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული“ შესრულებული როლისთვის მსახიობს „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია აქვს მიღებული.
ცნობისთვის, 2021 წელს ბრენდა სონი და მაკოლეი მშობლები პირველად გახდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც კალკინის გარდაცვლილი დის პატივსაცემად, დაკოტა დაარქვეს. მიმდინარე წელს კი მათ ვაჟი გაუჩნდათ.
მაკოლეი კალკინს 1-ელ დეკემბერს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავს გაუხსნიან
ფოტო: მაკოლეი კალკინი ბრენდა სონზე დაინიშნა