მერაბ დვალიშვილი ეროვნულ ნაკრებს გერმანიაში გულშემატკივრობს.
დვალიშვილი გელზენკირხენიდან ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებს.
მერაბ დვალიშვილი ბიჭებს მადლობას უხდის.
„ძალიან ამაყი ვარ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებით.
მთელი საქართველო ვამაყობთ თქვენით ბიჭებო. მადლობა ყველაფრისთვის“ – წერს მერაბი.
