მოდელსა და წამყვანს, ჰაიდი კლუმს 1 ივნისს 51 წელი შეუსრულდა. ეს დღე მან მეუღლის, ტომ კაულიცის და ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა, „ინსტაგრამ“ გამომწერებს კი უამრავი შთამბეჭდავი ფოტო გაუზიარა წვეულებიდან. მასთან ერთად იუბილე მისმა შვილებმაც იზეიმეს, რომლებიც ვარსკვლავს წინა ქორწინებიდან ჰყავს.
მზის აბაზანები, ბარბექიუ აუზთან და ბევრი მხიარულება, ფერადმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცეში უამრავი მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით კი კლუმმა ვიდეო გაავრცელა, რომელიც უკვე მაიამიშია გადაღებული.
„მე ჩემს სიყვარულთან ერთად“, – წერს კლუმი, რომელიც Tokio Hotel-ის სოლისტზე უკვე 5 წელია დაქორწინებულია.
„ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს“ – 50 წლის ჰაიდი კლუმი ჭრელ კომბინეზონში ბრწყინავს