სულ მალე გოგიჩაიშვილების ოჯახის ერთ-ერთი პოპულარული წარმომადგენელი დედიკოების რიგს შეუერთდება, მანამდე კი ორსული ნანუკა გოგიჩაიშვილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და როგორც თავადვე განაცხადა, პატარა სამოთხის ნაწილიდან უზიარებს საკუთარ გულშემატკივრებს ფოტოებსა თუ ვიდეობს.
მოგეხსენებათ, მოდელმა დაბადების დღე ამერიკაში აღნიშნა და როგორც გამოქვეყნებულ პოსტებში ჩანს, დღემდე კალიფორნიაში იმყოფება და შესანიშნავ ფორმაში მყოფი, დროსაც არაჩვეულებრივად ატარებს.
ცნობისთვის, ნანუკა გოგიჩაიშვილი პირველ შვილს ელოდება. მან და ნიკა ნაყოფიამ ჯვარი პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს.