ნიუ-იორკში, Kering Foundation-ის ყოველწლიური, Caring for Women ვახშამი გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი, ანა ვინტური, სელმა ჰაიეკი და კრიშტიანო რონალდოს საცოლე, ჯორჯიანა როდრიგესი, ამ უკანასკნელის ირგვლივ კვლავ ატყდა მითქმა-მოთქმა.
ის ლორენ სანჩესის გვერდით თავმომწონედ იჯდა, მანამდე კი ფოტოობიექტივის წინაშე შავ კაბასა და ბრილიანტებით პოზირებდა. საზოგადოებას არ გამოჰპარვია მისი წამოზრდილი მუცელი. მედიაში წერენ, რომ ჯორჯიანია კვლავ ორსულადაა.
„ნიშნობის ბეჭდები დაატოლა ლორენ სანჩესს და ორსულობის შესახებ ჭორებიც გააჩინა“, „არ მოჰბეზრდა ამ ბრილიანტების ფრიალი?“, „აშკარად ორსულადაა შეხედეთ მუცელს“, – წერენ კომენტარებს.