LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: ნუცა ბუზალაძის მიერ ნამღერი 2 ქვეყნის ჰიმნი და „თეატრალურის კვარტეტის“ უტკბილესი შესრულება: ამერიკელები ქართველებით კიდევ ერთხელ აღფრთოვანდნენ

119511
fot (2)

როგორც უკვე ცნობილია, „თეატრალურის კვარტეტი“ აშშ-ში გაემგზავრა.

ანსამბლის წევრები ამერიკაში ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძესთან და კომპოზიტორ ქეთი გაბისიანთან ერთად იმყოფებიან.

ფოტო: „თეატრალურის კვარტეტი” აშშ-ში კონცერტს მართავს

როგორც სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, კვარტეტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ღონისძიება ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ღონისძიებაზე ასევე წარდგა ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც აშშ-ში უკვე წარმატებით მოღვაწეობს.

ნუცამ საქართველოსა და ამერიკის ჰიმნები შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელები ქართველების შესანიშნავი შესრულებით კიდევ ერთხელ აღფრთოვანდნენ.

კონგრესის ბიბლიოთეკაში ღონისძიება მქუხარე ტაშის ფონზე შედგა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g