ლეგენდარული იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის შვილის კარლო პონტის ქართველი შეყვარებული მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში Ask me a question-ის საშუალებით გამომწერებს კითხვებს პასუხობს.
„როგორი იყო შენი და კარლოს პირველი შეხვედრა?“ – მარიამი წერს, რომ „როდესაც კარლო პირველად ჩამოვიდა, აეროპორტში დახვდა. პირველად აეროპორტში შედგა ჩვენი ფიზიკური შეხვედრა. ორივესთვის ემოციური იყო. კარლო ინსტაგრამით გავიცანი“, – წერს მარიამი.
მარიამ შარმანაშვილი ასევე პასუხობს კითხვას, თუ რამდენი წელია წყვილს შორის სხვაობა.
„22 წელია ჩვენს შორის სხვაობა. სხვათა შორის იგივე ასაკობრივი სხვაობა იყო კარლოს მშობლებს შორისაც“, – აღნიშნავს მარიამი.