LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: როგორ „გავაჯაზოთ“ მეუღლის „ექსთან“ – სელმა ჰაიეკი ლინდა ევანგელისტათან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

138
page

გასულ კვირას, Kering-ის გალა-საღამო გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო. მათ შორის გახლდათ სელმა ჰაიეკი, მისი მეუღლე, ფრანსუა ანრი პინო, მათი ქალიშვილი და პინოს ყოფილი პარტნიორი, ლეგენდარული მოდელი, ლინდა ევანგელისტა.

მოგვიანებით სელმამ „ინსტაგრამზე“ უამრავი საინტერესო კადრი გაავრცელა, მათ შორის ფოტო, რომელშიც სელმა სწორედ ლინდასთან ერთად პოზირებს.

ცნობისთვის, 2011 წელს, ლინდა ევანგელისტამ ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ფრანსუა ანრი პინო შვილს არ აღიარებდა და მას არც ალიმენტს უხდიდა. სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა.

საბოლოოდ ავგუსტინის მშობლები შეთანხმდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სელმა ჰაიეკი ამ ბრძოლაში ლინდას მხარეს იყო. სწორედ მან ითამაშა უდიდესი როლი, რომ მის ქმარს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო და ვაჟი ეღიარებინა.

ფოტო/ვიდეო: „შერეული ოჯახი“ და გულწრფელი ემოციები – სელმა ჰაიეკი მეუღლისა და მისი ექს-ცოლის, ლინდა ევანგელისტას ვაჟის გარემოცვაში

58 წლის სელმა ჰაიეკის ცეცხლოვანი ცეკვა – გოგონები მეხიკოს სანაპიროს იპყრობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები