ექიმი დავით მრელაშვილი საწოლფონდის გაზრდას საკუთარი ძალისხმევით ცდილობს.
როგორც ის სოციალიურ ქსელში წერს, დასაკეცი საწოლები მან სტაციონარის კაპიტალურ საწოლებად გადააკეთა.
ექიმი ამბობს, რომ თელავის საავადმყოფოს საწოლფონდი კვირის ბოლომდე 33%-მდე გაიზრდება.
“გურჯაანის ავეჯის მაღაზიიდან რომ აგარაკის დასაკეც საწოლებს წამოიღებ და თელაველ “სვარჩიკს” სტაციონარის კაპიტალურ საწოლებად აქცევინებ თელავის საავადმყოფოსთვის, დაახლოებით იმ სიმძიმის დანაშაულია კახეთის სამოქალაქო კოდექსით როგორც ტრამპისგან რო ურანიუმი იყიდო და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ კიმ ჩენ ინს ბირთვულ იააღი აუწყო.
აწ გურჯაანში პანდემიის მერეც კი ზოროსავით მასკით თუ შევალ თორე ისე არა მგონია ცოცხალი გამომიშვან.
მაშინ როცა დანარჩენი საქართველო ატლანტიკის ოკეანეში ზურგქარს ელოდება რო “ნამდვილი” საავადმყოფოს საწოლებით დატვირთული გემი დროულად შემოვიდეს (გამქრალია დისტრიბუტორებთან, გზაშია), თელავში ხვალ პირველი პარტია დაიდგმება, და კვირის ბოლოსთვის ამ კონკრეტული საავადმყოფოს საწოლ ფონდის 33%-მდე გაზრდას შევძლებთ საჭიროებისამებრ (წინასწარ დარეკვებით არ ხდება ჩაწერა). მთავარი ექიმის და ადილობრივი “უფროსობის” მიერ მოწონებული და დამტკიცებულია. სხვა თუ არაფერი ვინც “პროფილაქტიკისთვისაა” მისული და საავადმყოფოს კედლებში უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს – იმათ მაინც გადავაწვენთ აქ რომ ვისაც ნამდვილი საწოლები სჭირდებათ – გამოუთავისუფლდეთ.
P.S. გურჯაანელ პაციენტს თუ გადმოიყვანენ “კოიკა” 20 ლარი/ღამე. თავის ფასი მაინც ხო უნდა ამოვიღოთ”-წერს დავით მრელაშვილი.