პოლ თომას ანდერსონის უახლესი ნამუშევარი, „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ უკვე „საუკუნის ფილმად“ შერაცხეს. კრიტიკოსების მხრიდან მან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
50 წლის ლეონარდო დიკაპრიომ და 65 წლის შონ პენმა გადაღებაზე ახალგაზრდა შეყვარებულები არ წაიყვანეს
ფილმი, ტომას პინჩონის 1990 წლის რომანს Vineland ეფუძნება. კინოინდუსტრიის გურუები უკვე აღფრთოვანებულები არიან ნამუშევრით და მას „ოსკარის“ ჯილდოსაც უწინასწარმეტყველებენ.
„ეს არის გიჟური ფილმი, ღმერთო ჩემო. პირველი საათში იმდენი ექშენია, რამდენიც შენს ყველა სხვა ფილმს ერთად არ ჰქონია… ეს არის უცნაური ელემენტების ნაზავი, რომელიც ამავდროულად გასაოცრად აქტუალურია“, – აღნიშნა სტივენ სპილბერგმა.
რაც შეეხება სიუჟეტს, ლეონარდო დიკაპრიო ფილმში ყოფილი რევოლუციონერი როლს ასრულებს, რომელიც იზოლაციაში ცხოვრობს ქალიშვილთან, ვილასთან ერთად. ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ბობი აღმოაჩენს, რომ მისი ქალიშვილი საფრთხეშია. იგი იძულებული ხდება კვლავ დაუკავშირდეს ძველ თანამებრძოლებს, რათა გადაარჩინოს ვილა და თავიდან დაიბრუნოს წარსული დიდება.
კინოსურათში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად ასრულებენ შონ პენი, ბენისიო დე ტორო, რეგინა ჰოლი, ტეიანა ტეილორი და სხვები… ფილმის პრემიერა 26 სექტემბერს შედგება.





