„გრაიმსისა“ და Endel-ის თანამშრომლობით შეიქმნა ხელოვნური ინეტელექტი, რომელიც დაძინებაში დაგეხმარებათ. დასაწყისისთვის, აპლიკაცია iOS-ზე, Endel-ის ანდროიდზეა ხელმისაწვდომი.
პროგრამა თქვენს გემოვნებას ინდივიდუალურად მიუდგება, ის გაითვალისწინებს დროსა და სხეულის რიტმს. თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციას მეტი მონაცემიც მიაწოდოთ, მაგალითად, თქვენი ადგილმდებარეობა, ამინდი და გულისცემის რიტმი. ხელოვნური ინტელექტი აღნიშნულ ინფორმაციას გადაამუშავებს და მუსიკას შექმნის, რომელიც კონკრეტულად თქვენი ტვინისთვის იქნება ადვილად აღქმადი და ჩაძინებაში დაგეხმარებათ.


