საკრუიზო ინდუსტრიაში პირველად, შვეიცარიულ-იტალიური საკრუიზო კომპანია MSC Cruises საკუთარ გემებზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტი ძაღლებისა და ჰუმანოიდი რობოტების ტესტირებას იწყებს. ინოვაციური მოწყობილობები Unitree Robotics-ის მიერ არის შექმნილი.

ჰუმანოიდი რობოტები აზიის მიმართულებით მოძრავ რამდენიმე გემსა და 2026 წლის მსოფლიო კრუიზის გარკვეულ მონაკვეთებზე გამოიცდებიან.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, ჰუმანოიდი რობოტები მგზავრების დახვედრაზე იქნებიან პასუხისმგებელნი და სხვადასხვა გასართობ პროგრამაში ჩაერთვებიან. მათი მონაწილეობით ასევე ჩატარდება ინტერაქტიული ვორქშოპები 7 წლიდან ბავშვებისთვის, რომლებიც რობოტიკასა და მომავალ ტექნოლოგიებს შემოქმედებითი ფორმით გაეცნობიან. რობოტები მონაწილეობას მიიღებენ საოჯახო დისკო შოუშიც Doremix Family Disco.

ცნობისთის, MSC Cruises 1988 წელს დაარსდა და ის დღეს მსოფლიოში მესამე უდიდესი საკრუიზო კომპანიაა, Carnival Corporation-სა და Royal Caribbean Group-ის შემდეგ.
