LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰუმანოიდი რობოტები მაისიდან ტოკიოს ჰანედას აეროპორტშიც გამოჩნდებიან

116
ჰუმანოიდი რობოტი

ავიაკომპანია Japan Airlines (JAL), მიმდინარე წლის მაისიდან, ტოკიოს ჰანედას აეროპორტში, მიწისზედა მომსახურებისთვის ჰუმანოიდი რობოტების გამოყენებას იწყებს.

აღნიშნული ინიციატივა ორწლიან საცდელ პროგრამას წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანი თანამშრომელთა სამუშაო დატვირთვის შემცირებაა.

საწყის ეტაპზე, ჩინეთში წარმოებულ რობოტებს სატვირთო კონტეინერების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებში გამოიყენებენ. Japan Airlines-ში ამჟამად, დაახლოებით, 4000 მიწისზედა მომსახურების თანამშრომელია დასაქმებული.

კომპანია იმედოვნებს, რომ აღნიშნულ რობოტებს სამომავლოდ საჰაერო ხომალდების სალონების დასუფთავებისა და მიწისზედა დამხმარე ტექნიკის ოპერირების პროცესებშიც გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ რობოტების მომსახურება იაპონიის ზოგიერთ აეროპორტში უკვე დანერგილია, მათ შორის უსაფრთხოებისა და საცალო მომსახურების მიმართულებით. იაპონიის საავიაციო ინდუსტრია რობოტებს მუშახელის მწვავე დეფიციტის გამო მიმართავს, რაც ქვეყანაში ტურიზმის ზრდითა და შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირებით არის განპირობებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g