LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: შერით აღფრთოვანებული კევინ კოსტნერი 78 წლის არტისტს თვალს ვერ წყვეტს და აღტაცებას ვერ მალავს

392
9d399f87-7737-4e1c-ae8c-0fa4fb9c61e7

ნიუ-იორკში SNL-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო. მათ შორის გახლდათ 78 წლის შერი, რომელიც საღამოზე საქმროსთან, 39 წლის ალექსანდერ ედვარდსთან ერად მივიდა.

ფოტო/ვიდეო: როცა შენს გვერდით შერია და თავს ვერ იკავებ – 78 წლის შერი და მისი 39 წლის საქმრო ბედნიერებას ასხივებენ

წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა კევინ კოსტნერიც. ის შერის გვერდით იჯდა და ისე ადევნებდა თვალს ღონისძიებას.

„კევინ კოსტნერი შერის მთელი საღამო ეფლირტავებოდა“, – სწორედ ასეთი სათაურებით აჭრელდა მალე მედია.

მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია კოსტნერის აღტაცებული ოვაციები შერის პერფორმანსის მსვლელობისას.

ბუნებრივია ფოტოებმა უამრავი სახალისო კომენტარი განოიწვია:

„შერის წინაშე ყველა მამაკაცი უძლურია“, „როგორ უყურებს, აშკარად აღფრთოვანებულია შერით“, „შერის კევინ კოსტნერი უფრო მოუხდება, ვიდრე ალექსანდერ ედვარდსი“.

კევინ კოსტნერს ექს-მეუღლე ძმაკაცზე გაუთხოვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები