მას შემდეგ, რაც სოფი ელის-ბექსტორის 2001 წლის სიმღერა – Murder on the Dancefloor ,,ვირუსულ ჰიტად” იქცა, ინგლისელი მომღერლის სახელი ახალი თაობისთვისაც აქტუალური გახდა.
18 თებერვალს, 44 წლის შემსრულებელი, ,,ბაფტაზე” გამოჩნდა. ტრიუმფალური აღმოჩნდა მისი დაბრუნება სცენაზე. ,,როიალ ფესტივალ ჰოლში” შეკრებულ პუბლიკას მან ნამდვილი ზეიმი მოუწყო და Saultburn-ის გავლენით გაცოცხლებული მუსიკა შესთავაზა.
BAFTA-ს გამარჯვებულები ცნობილია
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული აკადემიის ფილმების 77-ე დაჯილდოებაზე, ემერალდ ფენელის გახმაურებული კინოსურათი ხუთ ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა არც ერთში მოუგია.