LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: თბილი კოცნა ლოყაზე და შობა ჯასტინ ტრუდოსთან ერთად – კეტი პერის უახლესი ფოტოები „ინსტაგრამიდან“

190
page

პოპვარსკვლავმა, კეტი პერიმ კვლავ საჯაროდ დაადასტურა, რამდენად სერიოზულია მისი ურთიერთობა ჯასტინ ტრიუდოსთან. მან სოციალურ ქსელში მათი ერთობლივი დასვენებიდან თბილი ფოტო გააზიარა.

კადრში ჩანს, თუ როგორ კოცნის კეტი 54 წლის ტრუდოს ლოყაზე. აღნიშნული ფოტო პერის მხრიდან სიყვარულის ყველაზე ღია გამოხატულებად ითვლება მას შემდეგ, რაც მან ორლანდო ბლუმთან მრავალწლიანი ურთიერთობა დაასრულა.

სასიყვარულო კადრი „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოების სერიის ნაწილია, რომელსაც პერიმ სათაური „Holidaze“ დაარქვა. პოსტში ასახულია, თუ როგორ გაატარა მან საშობაო არდადეგები.

ვიდეო: რომანტიკა ტოკიოში – კეტი პერი და ჯას­ტინ ტრუ­დო უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყვი­ლია

შეგახსენებთ, ამ ზაფხულს კეტი პერი ცხრაწლიანი ურთიერთობის შემდეგ მსახიობ ორლანდო ბლუმს დაშორდა. დაშორებიდან სულ რამდენიმე კვირაში ინტერნეტში გავრცელდა ვარაუდი, რომ მომღერალმა ჯასტინ ტრუდოსთან ურთიერთობა დაიწყო, ისინი პირველად მონრეალში, რესტორანში ერთად შენიშნეს, მოგვიანებით კი პოლიტიკოსი კეიტის კონცერტს დაესწრო.

კეტი პერიმ შეყვარებული მუსიკალურ ტურნეში წაიყვანა – წყვილი ტოკიოში გადაიღეს

კეტი პერის სიყვარულით აღსავსე დღესასწაულები ელოდება – ახალი დეტალები არტისტისა და კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები