13 ნოემბერს, დიუსელდორფში, MTV Europe Music Awards გაიმართა. დაჯილდოების 28 წლიანი ისტორიის განმავლობაში, შოუს გერმანიამ მეექვსედ უმასპინძლა.
„წლის საუკეთესო არტისტი“ - ტეილორ სვიფტი MTV EMA-ის დაჯილდოებაზე დევიდ კომას კაბებით გამოჩნდა
ორივე კაბა შავ და ვერცხლისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი
ღონისძიებას, ისტორიულ ფაქტებთან ერთად, მოულოდნელობების გარეშე არ ჩაუვლია. საღამოზე პირველად გაიცა ჯილდო ,,საუკეთესო გრძელქრონომეტრაჟიანი ვიდეოსა” და ,,საუკეთესო პერფორმანსისთვის მეტავერსში“. ხელახლა შემოიღეს ,,საუკეთესო R&B შემსრულებლისა” და ,,საუკეთესო ლაივის” ნომინაციები.
ჰარი სტაილზს მხოლოდ 1 ჯილდო მიანიჭეს. ის დაჯილდოებას ყველაზე მეტი – 7 ნომინაციით ლიდერობდა.
ორი ჯილდო გადასცეს დევიდ გეტასაც. ის ,,საუკეთესო ელექტრონული არტისტისა” და ,,საუკეთესო კოლაბორაციის” კატეგორიებში დააჯილდოვეს. ეს უკანასკნელი მან Bebe Rexha-სთან დუეტისთვის – I’m Good (Blue) მიიღო. შოუ სწორედ ამ კოლაბით გაიხსნა.
MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულები ხმის მიცემის პრინციპით ხალხმა გამოავლინა. ხმის მიცემა საქართველოდანაც შესაძლებელი იყო. შოუზე რეგიონალურ ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.