ვიქტორია ბექჰემს 50 წელი შეუსრულდა. იუბილე ლეგენდარული ფეხბურთელის მეუღლემ, Spice girls-ის წევრმა და წარმატებულმა დიზაინერმა გრანდიოზულად აღნიშნა.
წვეულება ლონდონში, Oswald’s-ის კლუბში გაიმართა, იგი 250 000 ფუნტი სტერლინგი დაჯდა.
საღამოზე ისეთი ვარსკვლავები იყვნენ მიწვეულნი როგორებიც არიან: ტომ კრუზი, ჯეისონ სტეტჰემი და მისი მეუღლე, ევა ლონგორია, სელმა ჰაიეკი და სხვები… საღამოს მუსიკალურად საკულტო ჯგუფმა spice girls-მა გააფორმა.
საკუთარ იუბილეზე მიმავალმა ვიქტორიამ სამახსოვრო ფოტოები საყვარელ მეუღლესთან და ოთხივე შვილთან ერთად გადაიღო. სახალისო ვიდეო ინსტაგრამზე დევიდმაც გაავრცელა, სადაც „ცხელი გოგონები“ თავიანთი რეპერტუარიდან ჰიტებს ასრულებენ და ცეკვავენ.
„ყველგან და ყოველთვის დახვეწილი“ – ვიქტორია ბექჰემი Elle-ს გარეკანზე