3 ნოემბერს ტოპ-მოდელმა კენდალ ჯენერმა 30 წლის იუბილე ნამდვილ ზღაპრად აქცია. მან ახლობლებთან ერთად დაბადების დღე ტროპიკულ კუნძულზე გამართულ, დახურულ წვეულებაზე იზეიმა.
დღესასწაულზე, რა თქმა უნდა, იმყოფებოდა მისი ოჯახის ყველა მთავარი წევრი, დედა, კრის ჯენერი, დები, კიმ და კორტნი კარდაშიანები, კაილი ჯენერი, ახლო მეგობრები, მათ შორის, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები.
საღამო გასაოცარი სანახაობა იყო, სანთლებით განათებული სანაპირო და თეთრი დეკორაციები, რომელიც კენდალის დახვეწილ ვიზუალს იდეალურად შეესაბამებოდა.
მოგვიანებით ვარსკვლავმა შთამბეჭდავი ფოტოები და ვიდეოები „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
ვიდეო: „მე და ჩემი ცოლის დაქალები“- ჯასტინ ბიბერის „სითბოს ფრქვევა“ კონცერტზე
ფოტო/ვიდეო: 29 წლის კენდალ ჯენერის ტრიუმფი „სკიაპარელის“ ჩვენებაზე