LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ბედ ბანიმ კენდალ ჯენერისთვის ლუვრი დახურა

169
image

ამ დღეებში, ბედ ბანი და კენდალ ჯენერი ,,სიყვარულის ქალაქში” დააფიქსირეს. გაირკვა, რომ საფრანგეთში ვიზიტისას, პუერტო-რიკოელმა მომღერალმა საყვარელ ქალს სიურპრიზი მოუწყო.

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ მიემართება ვარსკვლავური წყვილი ლუვრისკენ, რომელიც 30 წლის არტისტმა, სპეციალურად 28 წლის ლამაზმანისთვის დახურა.

ამერიკელმა მოდელმა კერძო სანახაობა ფოტოებზე აღბეჭდა. მან ქსელში ორ საკულტო ნახატთან გადაღებული სურათები გამოაქვეყნა. კადრებში, ჯენერი ლეონარდო და ვინჩის ,,მონა ლიზა” და პაოლო ვერანეზეს – ,,ქორწილი კანში” ფონზე პოზირებს.

შეგახსენებთ, რომ ბედ ბანისა და კენდალ ჯენერის ურთიერთობა სტარტს 2023 წლის დასაწყისიდან იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები