პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ერთი პირი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, მიზანი პოპულარობა იყო.
საქმე ეხება მოქალაქე ვერონიკა არონიას განცხადებას, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა.
პროკურატურის შეფასებით, აღნიშნულმა მოქალაქემ ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენის და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა.
ვერონიკა არონია მედიის მიმართულებით სწავლობდა და კარიერის გაგრძელებაც სწორედ ჟურნალისტიკაში სურს. სოციალური ქსელიდან ცნობილი ხდება, რომ სწავლობდა „ტვ ინკოგნიტოში“ და ასევე მუშაობდა ჟურნალისტად „ანტურაჟში“.