ჟურნალისტი და UFC-ის პრომოუტერი ნინა დრამა საქართველოში მეორედ იმყოფებოდა. ქართველი გულშემატკივრების მხრიდან მის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა, რის გამოც საზოგადოება მისი პირადი ცხოვრებითაც აქტიურად დაინტერესდა.
როგორც ირკვევა, ნინა დრამას რჩეული ჟანელ კასტილიოა – კრეატიული დირექტორი, მოდელი და ფოტოგრაფი. წყვილი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდება.
აღსანიშნავია, რომ UFC-ის ბოლო ღონისძიებას მერაბ დვალიშვილი ნინა დრამასთან ერთად დაესწრო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნინას მარცხენა მხარეს მისი საქმრო, ჟანელ კასტილიო იმყოფება.




