LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვინ არის სიმპათიური იტალიელი შეფი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა

3498
matteo

აკადემია ლაუნჯის გვერდზე გამოქვეყნდა სიმპათიური იტალიელი შეფის ფოტო, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. როგორც „აკადემია ლაუნჯის” დირექტორმა, ნინო ბეკოშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ის ვერონადან არის და თბილისში ახლახან ჩამოვიდა. 19 წლის ასაკში მატეო გახდა პირველი შეფი, ვინც „მიშლენის“ ვარსკვლავი ასეთ ახალგაზრდა ასაკში მიიღო.

26 წლის მატეო სივეროს ძალიან უყვარს მოგზაურობა და თავისი მომზადებული კერძების „ინსტაგრამის“ აუდიტორიისთვის გაზიარება.

2 ივნისს იტალიის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება და ცნობილი შეფი იტალიის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში.

მატეო სივეროს ,,ლაუნჯ რესტორანი აკადემია“ მასპინძლობს, რომლის მზარეულებმაც იტალიელ შეფთან მასტერკლასი გაიარეს. მალე ლაუნჯის იტალიური რებრენდინგი იგეგმება და რესტორანი უგემრიელესი იტალიური მენიუს შემოგვთავაზებს.

აკადემია ლაუნჯის დირექტორი ნინო ბეკოშვილი და მატეო სივერო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები