LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: The Weeknd-მა სახვევები მოიხსნა და „დაბოტოქსებული“ სახე გამოაჩინა – არტისტი კლიპს ავრცელებს

1185
136064163-697836537772084-2368856526067856522-n

გასულ კვირას The Weeknd-მა ახალი კლიპი, Save Your Tears გაავრცელა. არტისტმა სახვევები მოიხსნა, რომლითაც „გრემის“ 63-ე დაჯილდოების ნომინანტების წარდგენაზე იყო და „დაბოტოქსებული“ სახე გამოაჩინა. ზოგადად, მომღერალს ავანტიურული იმიჯების მორგება ძალიან უყვარს. უახლეს ალბომში  After Hours შესულ ყველა კლიპში ის ნაცემ მდგომარეობაშია წარმოდგენილი.

ცნობისთვის, არტისტების გარკვეული ნაწილი გრემის  შედეგებით უკმაყოფილოა. The Weeknd ნომინაციები გააპროტესტა. საქმე ისაა, რომ ყველასგან მოულოდნელად, კანადელმა მუსიკოსმა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისგან ვერც ერთი ნომინაცია ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ალბომმა After Hours „ბილბორდის  ჩარტების სათავეში რამდენიმე კვირა დაჰყო და Apple Music-ის ისტორიაში რეკორდიც მოხსნა.

ცნობისთვის, „გრემის“ დაჯილდოების ცერემონია მარტისთვის გადაიდო, ღონისძიება 31 იანვრის ნაცვლად 14 მარტს ჩატარდება, ამის მიზეზად კორონავირუსის სწრაფი გავრცელება სახელდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები